ნიკა მელია ბუტა რობაქიძის მშობლებზე - ამ ადამიანებს სარალიძისა და მაჩალიკაშვილის ტრაგედია არაფრად მიაჩნიათ

ეს არიან ადამიანები, რომლებსაც არაფრად მიაჩნიათ ზაზა სარალიძისა და მაჩალიკაშვილის ტრაგედია, - ასე გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ბუტა რობაქიძის საქმის დღევანდელ პროცესს და აღნიშნა, რომ სამწუხარო ფაქტია, როცა რობაქიძის მშობლები ზაზა სარალიძის მიმართ არ არიან სოლიდარულები და მას "ნაციონალური მოძრაობის" წევრად იხსენიებენ.

"ძალიან სამწუხარო ტრაგედიაა. არ მეგულება ერთი ადამიანიც, ვინც დარჩა გულგრილი ამ ტრაგედიის მიმართ. მაგრამ ჩვენ ვნახეთ უწყვეტი კადრები, მათ შორის რამდენიმე დღის წინ, როდესაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იარაღის ტარს ურტყამს ერთ-ერთ დაკავებულს და ამ დროს უვარდება ტყვია და ხვდება ცხონებულს. ეს კადრები ხომ არსებობს?! ამიტომ ამ პატრულის თანამშრომელმა მოიხადა სასჯელი, მაგრამ ვერ დავეთანხმები ვერანაირად ქალბატონს და ბატონს, მშობლებს, რომლებმაც ძალიან დიდი ტკივილი მიიღეს, მაგრამ ეს არიან ადამიანები, რომლებსაც არაფრად მიაჩნიათ ზაზა სარალიძის და მაჩალიკაშვილის ტრაგედია და პირიქით, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ადამიანებად მოიხსენიებენ მათ. ეს არის ყოვლად მიუღებელი ჩემთვის. შეუძლებელია ოჯახური ტრაგედიით ივაჭრო, ეს არის შეუძლებელი და დასაგმობი. ეს არის, რა თქმა უნდა ტრაგედია, რომელიც დატრიალდა ამ ქვეყანაში. ამ საქმეზე პატრულის თანამშრომელმა, რომელსაც იარაღი გაუვარდა, აგო პასუხი და დანარჩენი, ხედავთ ხომ ერთი ერთში იმეორებს ბიძინა ივანიშვილის გზავნილს ადამიანი, რომელიც ვაჭრობს საკუთარი ოჯახის წევრის სიცოცხლით, რომ თითქოს ერთი წლის განმავლობაში აღდგება სამართლიანობაო. ძალიან სამწუხარო და მტკივნეულია, მით უფრო, როდესაც ზაზა სარალიძესა და მაჩალიკაშვილის ტრაგედიები მათთვის არის დასაცინი და არათუ სოლიდარობას არ უცხადებენ, დასცინიან და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებად იხსენიებენ. ეს მხარე ჩემთვის ასევე ტრაგიკულია", - განაცხადა მელიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს