ელჩის ინფორმაციით, ისრაელში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი საგრძნობლად შემცირებულია

ისრაელში საქართველოს ელჩის, პაატა კალანდაძის ინფორმაციით, ისრაელში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი საგრძნობლად შემცირებულია, თუმცა ამ მიმართულებით სამუშაო კვლავ არის. ელჩი გამოსავალას ე.წ. ცირკულარულ მიგრაციაში ხედავს, თუმცა დეტალების დაკონკრეტებისგან თავს იკავებს.

"ისრაელის საზღვრის კვეთაზე უარი - ეს თემა დღეს არ დამდგარა. ეს თემა დადგა ჯერ კიდევ 2015 წლის დასაწყისიდან, ანუ 1 წლის შემდეგ, რაც ისრაელის მხარემ ცალმხრივად აამოქმედა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებთან. ამ რეჟიმის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს წლის განმავლობაში ჰქონდათ 90 დღით ყოფნის საშუალება ქვეყნის ტერიტორიაზე და ის განკუთვნილი იყო მხოლოდ ჰუმანიტარული საკითხებისთვის, პირადი საკითხებისათვის, ტურისტული ვიზიტებისთვის. სამწუხაროდ, 2015-16 წლებში მოხდა ის, რაზეც ხშირად გვაქვს ძალიან ცუდი მაგალითი. 60 000-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მიმართა ისრაელის შესაბამის ორგანოებს პოლიტიკური თავშესაფრისთვის. ანუ ფაქტობრივად, ისრაელის მხარის შეფასებით, საქმე გვქონდა უკვე არალეგალურ მიგრაციასთან. აქედან გამომდინარე დღის წესრიგში იდგა საკითხი ასე: ან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერება ან დამატებითი ნაბიჯების გადადგმა, რათა არ მოხდარიყო ამ რაოდენობის ზრდა. ზუსტად ამის გამო ისრაელის აეროპორტში მიმდინარეობს ე.წ. გამოკითხვის პროცედურა, რომლის თაობაზეც დეტალებზე ბევრი ინფორმაცია დევს როგორც საელჩოს საიტზე, ისე საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე. ციფრები ჩვენდა გასახარად 2015-16 წლებთან შედარებით საგრძნობლად არის დაკლებული, მაგრამ ტენდენცია ჯერ კიდევ არის. სამაუშაო ჯერ კიდევ გვაქვს. მე, როგორც საქართველოს ელჩს, მიმაჩნია, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი იქნება, თუ ჩვენ შევძლებთ ისრაელურ მხარესთან მივაღწიოთ შეთანხმება ე.წ. ცირკულარული მიგრაციის შესახებ, რაზეც საელჩო ყოველდღიურად მუშაობს. ჩვენ გვაქვს გარკვეული პროგრესი ამ საკითხთან დაკავშირებით, ოღონდ ძლიან გთოხვთ, ამ თემის დეტალებზე დღეს ნუ დამელაპარაკებით",- განაცხადა კალანდაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს