საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია - სარკოზის შერჩევა ინაუგურაციაზე დასასწრებად არ ნიშნავს, რომ მას რეგულარული წარმომადგენლობითი ფუნქციების შესრულება დაეკისრება

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ნიკოლა სარკოზის საქართველოს ახალი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე საფრანგეთის წარმოდგენა დაავალა. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია დღეს ოფიციალურად ავრცელებს.

“ნიკოლა სარკოზის შერჩევა, რათა მას წარმოედგინა საფრანგეთი ინაუგურაციის ცერემონიაზე, პრაგმატული და ზუსტი ნაბიჯი იყო ნიკოლა სარკოზის საქართველოსთან კავშირის გამო, სადაც ის 2008 წელს რუსეთთან კონფლიქტის დროს შუამავლის როლს ასრულებდა”, - ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ემანუელ მაკრონის ადმინისტრაციაში ასევე განმარტეს, რომ აღნიშნული ნაბიჯი არ ნიშნავს, რომ ნიკოლა სარკოზის რეგულარული წარმომადგენლობითი ფუნქციების შესრულება დაეკისრება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო