თამარ ჩუგოშვილი საერთაშორისო ექსპერტს ჯონათან მერფის შეხვდა

თამარ ჩუგოშვილმა საქართველოში ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მოწვევით მყოფ საერთაშორისო ექსპერტთან, ჯონათან მერფისთან შეხვედრა გამართა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი იყო 2016 წელს, შემუშავებული და ბიუროს მიერ დამტკიცებული პარლამენტის ინსტიტუციური რეფორმის გეგმის (Institutional Reform Plan – IRP) შესრულების ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება შემდგომი 2 წლისთვის. მხარეებმა დეტალურად მიმოიხილეს IRP გეგმა და პარლამენტის საქმიანობის მრავალი მიმართულებას შეეხნენ.

თამარ ჩუგოშვილმა მერფის სრულყოფილად მიაწოდა ინფორმაცია, ინსტიტუციური რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ ცვლილებებზე, უფრო კონკრეტულად პარლამენტის ახალ რეგლამენტსა და საქართველოს კონსტიტუციაზე, რომელიც პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევიდა ძალაში.

„გეგმა, გამომდინარე იქიდან, რომ წინა მოწვევის პარლამენტის დროს შემუშავდა, საჭიროებს განახლებას, რომლის ფარგლებში აუცილებელია საერთაშორისო ექსპერტთა ჩართულობა და მათგან რეკომენდაციების მიღება. ბატონი მერფი გახლავთ ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი საპარლამენტო განვითარების დარგში, რომელსაც უმუშავია სხვადასხვა პარლამენტთან მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში“, - ნათქვამია პრესრელიზში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა