საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ტალინის ტურისტულ-საგანმანათლებლო ლოკაციებსა და მათი მუშაობის სპეციფიკას გაეცნო

საქართველოს პარლამენტი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, ტურიზმის შესახებ კანონმდებლობაზე მუშაობს. აღნიშნული განცხადება ტალინში, ესტონეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ნინო წილოსანმა გააკეთა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში, საპარლამენტო დელეგაციამ ტალინში, ენერგიის აღმოჩენის ცენტრი (Eenergia Avastuskeskus) და საზღვაო მუზეუმი ( Seaplane Harbour Museum) დაათვალიერა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას, ნინო წილოსანმა აღნიშნა, ჩვენს ქვეყანაში, სადაც ტურიზმს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, მსგავსი ტიპის ლოკაციების განვითარება მნიშვნელოვანია.

„ქვეყანაში, რომელიც დიდ აქცენტებს აკეთებს ტურიზმის განვითარებაზე, მნიშვნელოვანია, მსგავსი ლოკაციები განვავითაროთ, რათა ტურისტებს სხვადასხვა სანახაობების მიღმა, შევთავაზოთ შემეცნებითი ადგილები.

პარლამენტარების ჯგუფმა, ტურიზმის ადმინისტრაციასთან და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, დავიწყეთ მუშაობა ტურიზმის კანონმდებლობაზე იმისთვის, რომ გვქონდეს ტურიზმის მდგრადი განვითარება და ამ ზრდას ჰქონდეს პერმანენტული ხასიათი. მნიშვნელოვანია კანონმდებლობის სრულყოფა არა მარტო რეგულაციების, არამედ, წახალისების და სტიმულირების კუთხითაც“,- განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისივე შეფასებით, ესტონეთი საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ქვეყანამ რესურსები ეკონომიკური სარგებლის მოტანასა და ტურიზმის გაზრდასთან ერთად, საგანმანათლებლო ადგილად ქცევისთვის გამოიყენოს. ნინო წილოსანის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ „ენგურჰესის“ კაშხალის განვითარებისა და ტურისტული ღირშესანიშნაობის მოწყობის პროექტზე ტალინის საზღვაო მუზეუმის კონცეფციის შემქმნელი ესტონელი ექსპერტები და არქიტექტორები მუშაობენ.

„ჩვენ მოვინახულეთ ორი ძველი საწარმო, სადაც ძალიან კარგი, შემეცნებითი ადგილებია გაკეთებული იმისთვის, რომ ადგილობრივმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა საინტერესოდ გაატარონ დრო და ამასთანავე, უცხოელმა ტურისტებმა დაათვალიერონ იგი. კარგია, რომ აღნიშნული ორი ქარხნის კონცეფციის შემქმნელი ჯგუფი მუშაობს საქართველოში და ამუშავებს ენგურის ჰესზე ძალიან კარგ, სანახაობრივ პროექტს. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ პროექტის განხორციელება უახლოეს მომავალში დაიწყება“,- განაცხადა ნინო წილოსანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო