საფრანგეთში ავტომაგისტრალებზე სატრანსპორტო ქაოსია

საფრანგეთში სატრანსპორტო ქაოისია, რომელიც „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო აქციის მონაწილეებს უკავშირდება. „როიტერის“ ინფორმაციით, ისინი ავტომაგისტრალებზე იმ დანადგარებს წვავენ, სადაც მძღოლები გადაადგილებისთვის გადასახდს იხდიან.

საფრანგეთის საგზაო მოძრაობის ერთ-ერთი მსხვილი ოპერატორი კომპანიის განცხადებით, დემონსტრაციები მისი ქსელის 40 ობიექტზე მიმდინარეობს და გზატკეცილებზე მათი შესასვლელ-გამოსასვლელი სერიოზულად დაზიანდა.

„ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო აქცია საფრანგეთში 17 ნოემბრიდან დაიწყო, რაც მთავრობის საწვავზე ფასის მომატების გადაწყვეტილებამ გამოიწვია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა