ზაზა ბაქრაძე - მიქაძემ მითხრა, ეს არის ადეიშვილის და სააკაშვილის გადაწყვეტილება, რომ არავითარ შემთხვევაში პატრულის თანამშრომელი არ უნდა დადანაშაულდესო

ჩვენ ვიცოდით, რომ ბუტა რობაქიძეს პოლიციასთან არანაირი შეხება არ ჰქონია - ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმიტომ, რომ იქ ფიგურირებდა გვარი ადეიშვილი, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა, რობაქიძის საქის მოწმემ, ზაზა ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საქმეში მონაწილეობა შიშის საფუძველზე მიიღო. გადაცემის მსვლელობისას, ბაქრაძემ რობაქიძის მკვლელობის დღის მნიშვნელოვანი მომენტები გაიხსენა.

„ჩვენ ვიცოდით, რომ ამ ბავშვს პოლიციასთან არანაირი შეხება არ ჰქონია. ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმიტომ, რომ იქ ფიგურირებდა გვარი ადეიშვილი. მე იმ მომენტში შემეშინდა ჩემი ოჯახის გამო. გარანტირებული მქონდა, რომ ჩემი ოჯახის წევრებს პრობლემები შეექმნებოდათ, თუ მეც არ მივიღებდი ამაში მონაწილეობას. მიქაძემ მითხრა, რომ ეს არის ადეიშვილის გადაწყვეტილებაო, ეს არის პრეზიდენტ სააკაშვილის რეფორმა და არავითარ შემთხვევაში პატრულის თანამშრომელი არ უნდა დადანაშაულდესო. აქ მთავარია ერთი მომენტი - თქვენ ნანახი გაქვთ კადრები, ამ სისასტიკეში ჩადებულია, რომ იქ უნდა ყოფილიყო: ასე მოექცნენ პოლიციელებს და ჩვეულებრივ მოქალაქეებს რას უზამენო“, - აღნიშნა ზაზა ბაქრაძემ.

იხილეთ ვიდეო: რობაქიძის საქმის გაყალბების გადაწყვეტილება მივიღეთ იმიტომ, რომ იქ ფიგურირებდა გვარი ადეიშვილი - ზაზა ბაქრაძე

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო