დავით ზალკალიანი - ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი საგარეო პოლიტიკური კუთხით და არსებულ გამოწვევებზე მუდმივად ინფორმირებული იყოს

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი საგარეო პოლიტიკური კუთხით და არსებულ გამოწვევებზე მუდმივად ინფორმირებული იყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ელჩების კონფერენციის დღევანდელი პანელის გახსნამდე განუცხადა. დღეს ქართველი დიპლომატები პარლამენტის თანამდებობის პირებს შეხვდებიან.

„დღეს პირველი პანელი დათმობილია საქართველოს დიპლომატიური კორპუსის პარლამენტთან ურთიერთობაზე. ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საპარლამენტო დიპლომატიის კუთხით თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს გავივლით. ახალ გარემოებაში, როდესაც საქართველო საპარლამენტო დემოკრატიის მმართველობის პრინციპზე გადავიდა, პარლამენტის როლი კიდევ უფრო გაზრდილია. აქედან გამომდინარე ჩვენთვის პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. საპარლამენტო ზედამხედველობა ძლიერდება. აქედან გამომდინარე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი საგარეო პოლიტიკური კუთხით და არსებულ გამოწვევებზე მუდმივად ინფორმირებული იყოს. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პრობლემებს ეფექტურად გავუმკლავდეთ", - განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, დღეს ელჩების კონფერენციაზე სიახლე იქნება.

"ელჩები დისკუსიებში მონაწილეობას თავად მიიღებენ. თემატურ შეხვედრებს მოდერაციას თვითონ გაუწევენ. ეს თემატური შეხვედრები იქნება რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, ატლანტიკური ინტეგრაციით ქვეყნის პროორიტეტებზე, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობებზე. ასევე განვიხილავთ ეკონომიკურ დიპლომატიას. დღის ბოლოს ჩვენ შეხვედრა ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან გვექნება. ყველა ეს მნიშვნელოვანი თემატური საკითხი უშუალოდ ელჩების ჩართულობით განხორციელდება",- აღნიშნა ზალკალიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო