პატრიარქი სიონის ტაძარში ნიკოლოზობის დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვას აღავლენს

სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა სრულდება.

საღმრთო ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოსთან და მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს.

წირვის დასრულების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქი მრევლს ქადაგებით მიმართავს და დღესასწაულს მიულოცავს.

წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში, 257 წელს მდიდარ და ღვთისმოშიშ ოჯახში დაიბადა. სასწაულმოქმედების უნარი წმინდა ნიკოლოზმა შობიდანვე გამოავლინა. ნათლობისას ჩვილი ნიკოლოზი ემბაზში დამოუკიდებლად რამდენიმე საათის განმავლობაში იდგა.

წმინდა ნიკოლოზმა სიცოცხლეში უამრავი სასწაული აღავლინა და დღესაც აღევლინება ქალაქ ბარში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში დასვენებული მისი წმინდა ნაწილებიდან, რომელსაც მირონი სდის. მირონლუკიიდან იტალიის ქალაქ ბარში წმინდა მღვდელმთავრის წმინდა ნაწილების გადასვენება 1087 წელს მოხდა.

წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მას ქართული ეკლესია შეავედრა. მართლმადიდებლები წმინდა მღვდელმთავარს შეწევნისთვის ყოველგვარი გასაჭირის ჟამს მიმართავენ.

ეკლესია წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს. 19 დეკემბერს მისი გარდაცვალების დღეა.

იხილეთ ვიდეო: მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღნიშნავს

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს