ბელგიის პრემიერმა გადადგომის შესახებ განაცხადა

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა შარლ მიშელმა გადადგომის შესახებ განაცხადა მას შემდეგ, რაც მმართველი კოალიცია დაიშალა.

ამის შესახებ მან პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ვაფიქსირებ, რომ ჩემი წინადადებები არ იყო დამაჯერებელი და ჩემი მოწოდება არ იყო მოსმენილი. გადაწყვეტილება მივიღე ბელგიის მეფეს წარვუდგინო მოთხოვნა ჩემი გადადგომის შესახებ“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

ბელგიაში სამთავრობო კრიზისი დეკემბრის დასაწყისში მმართველ კოალიციაში მიგრაციის შესახებ გაეროს პაქტის ირგვლივ მწვავე უთანხმოების გამო დაიწყო. აღნიშნულ პაქტს მხარს უჭერენ ბელგიის პრემიერ-მინისტრი და ლიბერალური პარტიები. 9 დეკემბერს მმართველი კოალიცია საბოლოოდ დაიშალა, როდესაც მთავრობა ფლამანდურმა პარტიამ „ახალი ფლამანდური ალიანსი“ დატოვა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა აღნიშნულ პაქტს.

იმ შემთხვევაში თუ ბელგიის მეფე შარლ მიშელის მოთხოვნას გადადგომის შესახებ დააკმაყოფილებს, კანონის მიხედვით, ბელგიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 40 დღეში უნდა გაიმართოს.

შეგახსენებთ, რომ 10 დეკემბერს მაროკოში, ქალაქ მარაკეშში, გაერო-ს სამთავრობოთაშორისო კონფერენციამ მიგრაციის შესახებ გლობალური პაქტი მიიღო.

აღნიშნული პაქტი გაერო-ს თითქმის ყველა წევრი ქვეყნის მიერ არის შემუშავებული მას იურიდიულად სავალდებულო ძალა არ აქვს და ამ სფეროში მხოლოდ გლობალური თანამშრომლობისთვის შესაძლებლობებს იძლევა. როგორც მოსალოდნელია, მიგრაციის შესახებ გლობალური პაქტი გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე დღეს იქნება დამტკიცებული.

იხილეთ ვიდეო: ბელგიის პრემიერ-მინისტრი ჩარლზ მაიკლი აცხადებს რომ იგი მზადაა გადადგეს

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს