ლონდა თოლორაია - გამოწვევაა შსს-სთვის, რომ ადრეულ ასაკში ქორწინების ფაქტების შესახებ საკმაოდ გვიან ხდება ცნობილი, რაც გამოძიების პროცესში სირთულეს წარმოადგენს

ადრეული ქორწინების პრაქტიკის მიმართ მრავალსექტორული რეაგირების საკითხზე გაფართოებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სამუშაო შეხვედრის მიზანია ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების პრაქტიკის პრევენციისთვის ხელი შეუწყოს საერთაშორისო თანამშრომლობის გაუმჯობესებას.

როგორც შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა, წელს ადრეულ ასაკში ქორწინება შემცირებულია, თუმცა კვლავ რჩება გამოწვევები.

„მიუხედავად იმისა, რომ წინა წელთან შედარებით ადრეულ ასაკში ქორწინების ფაქტები შემცირებულია, მაინც გვაქვს ადრეულ ასაკში ქორწინების ფაქტები.

ყველაზე მეტად ადრეულ ასაკში ქორწინება გავრცელებულია ქვემო ქართლის რეგიონში. გამოწვევა არის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, რომ საკმაოდ გვიან ხდება აღნიშნული ფაქტების შესახებ ცნობილი, რაც გამოძიების პროცესში სირთულეს წარმოადგენს“, - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა