ეკა ბესელია - სალომე სამადაშვილი როგორც ელჩი იყო ქვეყნისთვის საზიანო და უმაქნისი, როგორც იურიდიული კომიტეტის წევრი უსაქმური და კანონების არმცოდნე

სალომე სამადაშვილი როგორც ელჩი იყო ქვეყნისთვის საზიანო და უმაქნისი, როგორც იურიდიული კომიტეტის წევრი უსაქმური და კანონების არმცოდნე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს.

ბესელია ხაზს უსვამს, რომ სამადაშვილს კომიტეტის სხდომებზე დასწრების ყველაზე მეტი გაცდენა აქვს.

„არ წაუკითხავს არც ერთი კანონპროექტი, რაც იხილება პარლამენტში“, - აცხადებს ბესელია და იქვე უკვირს, აქამდე რატომ იყო სამადაშვილი კომიტეტის წევრი.

შეგახსენებთ, რომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დატოვებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც სამადაშვილმა გუშინ განაცხადა, ოპოზიციას იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საქმიანობის შესაძლებლობა არ ეძლევა და მის შემადგენლობაში დარჩენას აზრი არ აქვს.

იხილეთ ვიდეო: ბესელია VS სამადაშვილი - "როგორც ელჩი იყო ქვეყნისთვის საზიანო და უმაქნისი, როგორც კომიტეტის წევრი, უსაქმური და კანონების არმცოდნე"

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა