ნათია მეზვრიშვილი ველისციხეში დაპირისპირებაზე - დაკავებულთა წრე გაფართოვდება იმდენად, რამდენადაც ამის შესაძლებლობას კონკრეტული საქმის მასალები მოგვცემს

შს სამინისტროს მიკერძოებულობაზე საუბარი ზედმეტია. ჩვენ ვაკავებთ ყველა ადამიანს, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს ველისციხეში მომხდარ ინციდენტზე და მიმდინარე გამოძიებაზე საუბრისას განუცხადა.

როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, გამოძიება მიმდინარეობს და დაისჯება ყველა პირი, ვისი დანაშაულიც გამოიკვეთება.

„დაკავებულთა წრე გაფართოვდება იმდენად, რამდენადაც ამის შესაძლებლობას კონკრეტული საქმის მასალები მოგვცემს. იქ ბევრი ინციდენტი მოხდა, ზოგი იყო სისხლის სამართლის დანაშაული, ზოგი ადმინისტრაციული დარღვევა. სისხლის სამართლის წესით არის დავით კირკიტაძე დაკავებული. მასთან ერთად მყოფი პირიც დაკავებულია, რომელიც თავდასხმაში იღებდა მონაწილეობას. ასევე დაკავებულია ოპოზიციის წარმომადგენელზე თავდასხმისთვის პირი.

ვერ გეტყვით ვინ შეიძლება იყოს მომავალში დაკავებული. ჩვენ ვათვალიერებთ ვიდეოებს და ვკითხავთ მოწმეებს.

სამწუხაროა, რომ შეფასება ხდება, როგორც პოლიტიკური დევნა. სამინისტროს მიკერძოებულობაზე საუბარი ზედმეტია. ჩვენ ვაკავებთ ყველა ადამიანს, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად გაერთიანებული ოპოზიცია თელავში აქციის გამართვას გეგმავდა, თუმცა მათ სოფელ ველისციხიდან თელავისკენ გზის გაგრძელება ვეღარ შეძლეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა.

შსს-ს ინფორმაციით, დავით კირკიტაძე ველისციხეში გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავეს.

იხილეთ ვიდეო: შს მინისტრის მოადგილე - ჩვენ ვაკავებთ ყველა ადამიანს განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა