თეთრი სახლი - დონალდ ტრამპს თურქეთის ხელისუფლება არ დაურწმუნებია იმაში, რომ აშშ ფეთჰულაჰ გიულენის ექსტრადირებას მოახდენს

აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს თურქეთის ხელისუფლება არ დაურწმუნებია იმაში, რომ აშშ ფეთჰულაჰ გიულენის ექსტრადირებას მოახდენს, - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტის პრესმდივანმა სარა სანდერსმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ერთადერთი, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა ის არის, რომ ჩვენ განვიხილავთ ექსტრადირების საკითხს. ამჟამად მეტს ვერაფერს დავამატებთ“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

შეგახსენებთ, რომ 16 დეკემბერს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს განუცხადა, რომ ამერიკული მხარე გიულენის ექსტრადირების შესაძლებლობას განიხილავს.

2016 წლის 15 ივლისს თურქეთის შეიარაღებული ძალების ოფიცრებისა და ჯარისკაცების ჯგუფმა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა განახორციელეს. ოფიციალური ანკარა პუტჩის მომზადებაში ფეთჰულაჰ გიულენსა და მასთან დაკავშირებულ ორგანიზაციას FETO-ს ადანაშაულებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო