ჭიდაობის ფედერაციამ 2018 წლის სეზონი შეაჯამა

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციამ 2018 წლის სეზონი შეაჯამა, რომელიც გასულ სეზონთან შედარებით გაცილებით წარმატებული გამოდგა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სეზონის შემაჯამებელი ღონისძიება ჩეხურ რესტორან „სტარომესტკაში“ 18 დეკემბერს გაიმართა, სადაც სპორტული მედიის წარმომადგენლებს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე, ფედერაციის ხელმძღვანელები, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი მოჭიდავეები, ვეტერანი სპორტსმენები და მწვრთნელები შეხვდნენ. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.

მოჭიდავეების მიერ 2018 წელს მოპოვებული წარმატებებიდან აღსანიშნავია თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილის მსოფლიო ჩემპიონობა, რომელიც ზედიზედ მეორედ გახდა მსოფლიოს საუკეთესო მოჭიდავე მძიმე წონაში. პირველად ისტორიაში, ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ბერძნულ/რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი ჩხიკვაძემ.

ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი და ბერძნულ/რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 6-6 მედალი მოიპოვეს და აღსანიშნავია, რომ ევროპირველობაზე 12 მედალი ქართველ მოჭიდავეებს აქამდე არასდროს აუღიათ, მსოფლიო ჩემპიონატზე კი თავისუფალი სტილით მოჭიდავეების გამოსვლა გამოდგა სარეკორდო - საპრიზო ადგილების დაკავება მთავარ მწვრთნელ გიორგი იანტბელიძის გუნდის 4-მა წევრმა შეძლო.

ასევე სარეკორდო გამოდგა საქართველოს ასაკობრივი ნაკრები გუნდების წარმატება და ჯამში მოპოვებული 48 მედალი. ახალგაზრდული ასაკის მოჭიდავეების მხრიდან განსაკუთრებით აღსანიშნავი გამოდგა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზვიად პატარიძის შედეგი, რომელიც ზედიზედ მეექვსედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი ასაკობრივ პირველობებზე. ზვიად პატარიძე მსოფლიოს გაერთიანებული ჭიდაობის ფედერაციამ 2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად დაასახელა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა