პოლონეთში საქართველოს ელჩი - მომავალ წელს პოლონეთში იმაზე მეტი საქართველოს მოქალაქე შეძლებს დასაქმებას, ვიდრე დღეს

პოლონეთში საქართველოს ელჩის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, მომავალ წელს პოლონეთში იმაზე მეტი საქართველოს მოქალაქე შეძლებს დასაქმებას, ვიდრე დღეს. როგორც დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კონკრეტულ კვოტაზე ამ დროისთვის ვერ ისაუბრებს, თუმცა ამ მიმართულებით წინსვლა იქნება.

„პოლონეთი ერთ-ერთი მიმზიდველი ქვეყანაა ქართველებისთვის, რომლებიც ჩამოდიან სამუშაოს საძიებლად. გვაქვს ძალიან კარგი პრაქტიკა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად, რომელმაც დადგენილი კვოტის მიხედვით პოლონეთში ქართველების დასაქმება უზრუნველყო. ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ, რომლის ფარგლებშიც, გასულ პერიოდში გვქონდა აქტიური კომუნიკაცია პოლონეთის შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან და ვფიქრობთ, რომ 2019 წელს გვექნება ხელშესახები შედეგები. კვოტების რაოდენობაზე ახლა გაგვიჭირდება საუბარი, მაგრამ ვფიქრობთ, რომ იქნება პროგრესი და იმაზე მეტი ადამიანი შეძლებს პოლონეთში ლეგალურად დასაქმებას, ვიდრე დღეს", - განაცხადა ელჩმა.

იხილეთ ვიდეო: მომავალ წელს პოლონეთში იმაზე მეტი საქართველოს მოქალაქე შეძლებს დასაქმებას, ვიდრე დღეს - ინფორმაცია მათთვის, ვისაც საზღვარგარეთ სურს მუშაობა

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო