ვახტანგ მახარობლიშვილი იმედოვნებს, რომ საფრანგეთთან კვალიფიციური ბინადრობის და მიგრაციის შეთანხმების აღსრულება უმოკლეს ვადებში მოხდება

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი იმედოვნებს, რომ საფრანგეთთან კვალიფიციური ბინადრობის და მიგრაციის შეთანხმების აღსრულება უმოკლეს ვადებში მოხდება.

როგორც მახარობლიშვილმა განმარტა, მიმდინარეობს დაზუსტება, თუ ვინ უნდა მოხვდეს დასაქმებულთა რიგებში, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს და ა.შ.

„უნდა მოხდეს კონკრეტული სპეციალობების იდენტიფიცირება ამა თუ იმ ქვეყანაში, რომელიც მოთხოვნადია. მას შემდეგ, რაც შერჩეული იქნება ეს სპეციალობები, მოხდება გაცვლა პროფესიონალი მოქალაქეების. ვადები თუ რა პერიოდში დაიწყება ეს ყველაფერი, განსაზღვრული არ არის. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს პროცედურები და დეტალები უახლოეს მომავალში დადგინდება", - განაცხადა მახარობლიშვილმა.

მისივე განმარტებით, მსგავსი შეთანხმების გაფორმებაზე მუშაობა მიმდინარეობს არაერთ ქვეყანასთან, მათ შორის ბულგარეთთან. მახარობლიშვილის თქმით, ბულგარეთმა აღნიშნულზე მზაობა უკვე გამოთქვა და მიმდინარეობს მუშაობა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო