რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მართლმადიდებლებს ნიკოლოზობას ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ყველა მართლმადიდებელს ნიკოლოზობას ულოცავს.

„დღეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა ნიკოლოზი დიდი სიყვარულით სარგებლობს მორწმუნეებში, მას უხმობენ და მისი შემწეობის იმედი აქვთ ყველა გასაჭირში.

მართლმადიდებელი ეკლესია ორჯერ აღნიშნავს წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს: 19 დეკემბერს, როცა იგი გარდაიცვალა და 22 მაისს, მირონიდან ბარში მისი წმინდა ნაწილების გადასვენების დღეს. წმინდა მღვდელთმთავარი ნიკოლოზი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად ითვლება.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ყველა მართლმადიდებელს გილოცავთ ნიკოლოზობას, ღვთის წყალობასა და სიხარულს გისურვებთ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა