დაზარალებულს შესაძლებლობა მიეცემა, ოჯახში ძალადობის საქმეებზე პროკურორის გადაწყვეტილებები სასამართლოში გაასაჩივროს

დაზარალებულს შესაძლებლობა მიეცემა, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეებზე პირველი ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივროს პროკურორის გადაწყვეტილებები: - დაზარალებულად ცნობაზე უარის თქმის შესახებ, ან დაზარალებულად ცნობის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ; გამოძიების შეწყვეტის შესახებ; სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის ან სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.

“სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

ამავე პროექტის მიხედვით, ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის ახლო ნათესავმა, რომელსაც დანაშაულის შედეგად მორალური, ფიზიკური თუ ქონებრივი ზიანი მიადგა, მოძალადე ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლებით სარგებლობამდე, მოწმის/დაზარალებულის კოორდინატორთან კონსულტაცია უნდა გაიაროს და გადაწყვეტილების მიღებამდე 3-დღიანი მოსაფიქრებელი ვადით ისარგებლოს.

“ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონსა და სხვა საკანონმებლო აქტებში ცვლილებები ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ მოამზადა. საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს განსახილველად დეპუტატთა ჯგუფმა წარუდგინა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა