გრიგორი კარასინი - ჩვენ კვლავ ველით ვაშინგტონისა და თბილისისგან განმარტებებს, რა საქმიანობას ეწევა ლუგარის ლაბორატორია

რუსეთი აშშ და საქართველოსგან განმარტებებს ელის იმის თაობაზე, თუ რა საქმიანობას ეწევა ლუგარის ბიოლოგიური ლაბორატორია, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა.

„ჩვენ კვლავ ველით ვაშინგტონისა და თბილისისგან განმარტებებს აღნიშნული ბიოლაბორატორიის საქმიანობის ჭეშმარიტ ხასიათთან დაკავშირებით. არ დავივიწყოთ, რომ ეს ლაბორატორია ჩვენს საზღვართან არის განლაგებული“, - განაცხადა კარასინმა.

მისივე თქმით, მიმდინარე წლის 14-15 ნოემბერს ლუგარის ლაბორატორიაში უცხოელი დამკვირვებლების მიერ განხორციელებულმა შეფასებითმა ვიზიტმა არანაირად არ მოჰფინა ნათელი სიტუაციას.

„მოსკოვი მიიჩნევს, რომ ამგვარი ექსკურსიები არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც ვერიფიკაციის მექანიზმის ალტერნატივა ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის კონვენციის ფარგლებში“, - დასძინა მან.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს