საახალწლო დღეებში გარევაჭრობა 20-მდე ადგილზე იქნება ნებადართული

საახალწლო დღეებში დაახლოებით, 20-მდე ადგილზე იქნება ნებადართული გარევაჭრობა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის ინფორმაციით, გარევაჭრობისთვის ადგილები გამოიყოფა თბილისის ათივე რაიონში.

თბილისის მერიის ინფორმაციით, გარევაჭრობა დაშვებული იქნება: გლდანში - მეტროსადგურ „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიაზე; მარატ ნოზაძის ქუჩაზე; მუხიანში, ნოდარ დუმბაძის გამზირზე, II მ/რ-ში; ნაძალადევში - მეტროსადგურ „ღრმაღელეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე; მეტროსადგურ „ნაძალადევის“ მიმდებარე ტერიტორიაზე; დიდუბეში - დინამოს ბაზის მიმდებარედ, პაიჭაძისა და მიქელაძის ქუჩების კვეთაზე; მეტროსადგურ „დიდუბეს“ მიმდებარედ, ტრანსპორტის ქუჩაზე; ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ, წინამძღვრიშვილის, აბასთუმნისა და თევდორე მღვდლის ქუჩებზე; ვაკეში - მეტროსადგურ „დელისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე; მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველას“ მიმდებარე ტერიტორიაზე; საბურთალოზე - ყოფილი საბურთალოს ბაზრის მიმდებარედ, შარტავას ქუჩაზე; სპორტის სასახლის მიმდებარედ; ისანში - ნავთლუღის ბაზრის მიმდებარედ, მეველეს ქუჩაზე; ვაზისუბანში, I მიკრორაიონის 12-ე კორპუსის მიმდებარედ; ვარკეთილში - ვიქტორ კუპრაძის ქუჩაზე N10ში; მეტრო „ვარკეთილის მიმდებარედ“, ჯავახეთის ქუჩაზე.

გარდა ამისა, მერიის ინფორმაციით, 28 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო სოფელი განთავსდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა