სისხლის სამართლის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებებით, ჯარიმა, როგორც ძირითადი სასჯელი, ოჯახური დანაშაულის ჩადენის დროს არ შეიძლება დაინიშნოს

სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ხორციელდება ცვლილებები, რომლის მიხედვით, ჯარიმა, როგორც ძირითადი სასჯელი, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ჩადენის დროს არ შეიძლება დაინიშნოს.

ამასთან, „სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტით, შემაკავებელი ან დამცავი ორდერის მოქმედების ქვეშ მყოფი პირის მიერ ცივი იარაღის ტარების კრიმინალიზაცია ხდება. მოქმედი კანონმდებლობით ასეთი ქმედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს და 200 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 1 000 ლარიან ჯარიმას ან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

“ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონსა და სხვა საკანონმდებლო აქტებში ცვლილებები ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ მოამზადა.

საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს განსახილველად დეპუტატთა ჯგუფმა წარუდგინა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო