„თიბისი ბანკსა“ და Sida-ს შორის სესხების გარანტიის ხელშეკრულება გაფორმდა

„თიბისი ბანკსა“ და Sida-ს შორის, რომელიც შვედეთის საელჩოს მიერაა წარმოდგენილი, საქართველოში სესხების გარანტიის ხელშეკრულება გაფორმდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს, პირველად საქართველოში, მეწარმეების ბიზნესსაქმიანობის ფინანსური გარანტორი შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) იქნება.

მათივე ინფორმაციით, ხელშეკრულების მიზანია საქართველოში სტარტაპებისა და მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების, მათ შორის იმ ბიზნესების დაკრედიტების ხელშეწყობა, რომლის დამფუძნებელთა უმრავლესობა ქალი მეწარმეები არიან.

„ხელშეკრულების თანახმად, „თიბისი ბანკის“ მიერ გაცემული სესხის გაპრობლემების შემთხვევაში, Sida მსესხებლის გარანტორს წარმოადგენს. აღნიშნული თანამშრომლობა იმ სესხებს ეხება, რომლებსაც მომავალში „თიბისი ბანკი“ სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის, გარემოს დაცვის, წარმოებისა და მომსახურების სფეროში მოღვაწე სტარტაპების, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად გასცემს.

მსესხებლისა და სესხის კატეგორიიდან გამომდინარე „თიბისი ბანკი“ და Sida რისკს თანაბრად (50%-50%) გაიზიარებენ. ქალი მეწარმეების აღებული სესხებისა და ასევე იმ სესხების შემთხვევაში, რომლებიც სტარტაპის დაწყებას, ან ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას ემსახურება, Sida რისკის 60%-ს გაიზიარებს. Sida-ს გარანტია 40 მილიონი აშშ დოლარის პორტფელს დაფარავს“, - ნათქვამია „თიბისი ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც „თიბისი ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნულ ხელშეკრულებაზე „თიბისი ბანკი“ შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან ერთად 1 წლის განმავლობაში მუშაობდა და ის Sida-სთვის საქართველოში კომერციულ ბანკთან თანამშრომლობის პირველ პროექტს წარმოადგენს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო