სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში იმყოფებოდა, სადაც ეკა ბესელიას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში იმყოფებოდა. ზურაბიშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასთან გამართა შეხვედრა.

როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, ისაუბრეს სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, შემდეგი ეტაპის თანამშრომლობის ფორმებზე. ბესელიას დეტალები მედიასთან არ დაუკონკრეტებია, თუმცა ასევე აღნიშნა ის, რომ „მეგობრული შეხვედრა“ იყო.

„სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრეთ. როდესაც ქალბატონი სალომე პარლამენტის წევრი იყო, მისი სამუშაო ოთახი ჩემი სამუშაო ოთახის გვერდით იყო და და ბევრ სხვადასხვა თემაზე გვქონდა ხოლმე სამუშაო შეხვედრები. ახლა ეს იყო ძალიან მეგობრული შეხვედრა. სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრეთ, მათ შორის, შემდეგი ეტაპის თანამშრომლიბის ფორმებზე. პარლამენტისა და პრეზიდენტის მუშაობის პროცესი, ეს მუდმივად ერთამანეთთან დაკავშირებული პროცესია“, - განაცხადა ბესელიამ.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, თავად პრეზიდენტმა შეკითხვაზე: ვისთან იმყოფებოდა შეხვედრაზე, შემდეგი პასუხი გასცა: "ჩემ თავთან".

იხილეთ ვიდეო: "შესახვედრად ჩემ თავთან მოვედი" - ვისთან მივიდა სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში?

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა