კობა ხაბაზი - ივანიშვილის რეჟიმს საქართველოს საჯიჯგნად არ დავუთმობთ

იქნება პერმანენტული, უწყვეტი აქციები, იქნება წინააღმდეგობის მოძრაობა, ჩვენ ივანიშვილის რეჟიმს არ დავუთმობთ საქართველოს საჯიჯგნად, - ამის შესახებ გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კობა ხაბაზმა განუცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დღეს დავით კირკიტაძეს არ გაათავისუფლებს, აქციები არ შეწყდება.

„დღევანდელი დღის კონკრეტული მოთხოვნაა დავით კირკიტაძის გათავისუფლება. მიიღებს დღეს საასამართლო სამარცხვინო გადაწყვეტილებას? კიდევ ერთხელ დაადასტურებს ოფიციალურად, რომ თავისუფალი ნება, სიტყვის გამოხატვის, გადაადგილების თავისუფლება შეგვეზღუდება? კიდევ ერთხელ გვეტყვის ივანიშვილი, მე ვარ და ჩემი ნაბადიო? მიიღებს უარესს! ეს არ დამთავრდება! იქნება პერმანენტული, უწყვეტი აქციები, იქნება წინააღმდეგობის მოძრაობა. ჩვენ ივანიშვილის რეჟიმს არ დავუთმობთ საქართველოს საჯიჯგნად", - განაცხადა ხაბაზმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა