თამარ ჩუგოშვილი - ის, რაც ინაუგურაციის დღეს ხდებოდა, იყო სირცხვილი

ის, რაც ინაუგურაციის დღეს ხდებოდა, ვფიქრობ, რომ იყო სირცხვილი ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ პარლამეტის ვიცე- სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა 16 დეკემბერს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, საკანონმდებლო ჩარჩოდან გასვლა არის დანაშაული და რეაგირებაც იქნება სამართლებრივი.

"ის, რაც ინაუგურაციის დღეს ხდებოდა, ვფიქრობ, რომ იყო სირცხვილი ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ასეთ მნიშვნელოვან დღეს, მცდელობა, რომ გამოჩნდეს ქვეყანა მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის ცუდად, არის სერიოზული პრობლემა.

ერთ-ერთი ინციდენტი, რომელსაც ადგილი ჰქონდა, განსაკუთრებით შემაშფოთებელია - პარლამენტის წევრები გახდნენ თავდასხმის ობიექტები. აქციის მონაწილეებმა დააზიანეს სახელმწიფოს კუთვნილი ქონება, თავს დაესხნენ დეპუტატებს და მე ვფიქრობ, რომ ამასაც უნდა მოჰყვეს რეაგირება.

ყველამ უნდა იცოდეს, რომ ასეთი ქმედებები და გასვლა საკანონმდებლო ჩარჩოდან არის დანაშაული და რეაგირებაც იქნება სამართლებრივი," - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს