ილია მეორე - პირველად ეზიარა დღეს ზაზა სარალიძე, მე ვფიქრობ, შვილის ლოცვით

ვულოცავ ბატონ ზაზა სარალიძეს პირველ ზიარებას, მან აღსარება თქვა და ეზიარა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.

სადღესასწაულო წირვას შვილმკვდარი მამა ზაზა სარალიძე მეუღლესთან ერთად ესწრებოდა. უწმინდესმა იგი ამბიონზე აიყვანა და ქადაგებისას მას მიმართა.

„დღეს განსაკუთრებული დღეა, ჩვენთან წირვაზე ბრძანდებოდა ბატონი ზაზა, რომელმაც დაკარგა თავისი საყვარელი შვილი. წმინდა ნიკოლოზი შეეწია მას, პირველად ეზიარა დღეს ბატონი ზაზა, მე ვფიქრობ, შვილის ლოცვით. შვილი ლოცულობს მისთვის, დედისთვის, ოჯახისთვის და ვულოცავთ ამ ბედნიერ დღეს“, - განაცხადა პატრიარქმა.

უწმინდესმა ასევე მიმართა ზაზა სარალიძეს, ხომ არ ექნებოდა მას რაიმე სათქმელი.

„უფალმა დიდხანს გვიმყოფოს თქვენი თავი“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ პატრიარქის საპასუხოდ.

ქადაგების ბოლოს უწმინდესმა ტაძარში შეკრებილებს დღევანდელი დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ წმინდა ნიკოლოზი ეხმარება ყველას, არაქრიასტიანებსაც კი.

წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქი ზაზა სარალიძესთან და მის მეუღლესთან ერთად საპატრიარქოში გაემგზავრა.

იხილეთ ვიდეო: "მისი შვილი ლოცულობს მისთვის, დედისთვის, ოჯახისთვის" - პატრიარქმა ზაზა სარალიძე პირველად აზიარა, შემდეგ კი საპატრიარქოში ტრაპეზზე მიიხმო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს