გიორგი გახარია პარლამენტში სამინისტროს მუშაობის ანგარიშის წარდგენის მიზნით მიდის და მზადყოფნას გამოთქვამს, პარლამენტის მიერ სამინისტროს წინაშე დასმულ საკითხებზე ისაუბროს

შს მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში სამინისტროს მუშაობის ანგარიშის წარდგენის მიზნით მიდის. ამასთან, მზადყოფნას გამოთქვამს, კომპეტენციის ფარგლებში პარლამენტის მიერ სამინისტროს წინაშე დასმულ საკითხებზე ისაუბროს.

გიორგი გახარიას წერილობითი მიმართვა, წარსდგეს 21 დეკემბრის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, პარლამენტშია და ის დეპუტატებმა უკვე მიიღეს.

შს მინისტრი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ახალი რეგლამენტის 154-ე მუხლის შესაბამისად მიდის, რომლის მიხედვით, მთავრობის წევრი მოსმენის მოთხოვნით პარლამენტს საკუთარი ინიციატივით მიმართავს და მას პარლამენტი მოთხოვნისთანავე უსმენს.

პლენარულ სხდომაზე მინისტრის გამოსვლის შემდეგ, დეპუტატების გამოსვლები დაიწყება.

იხილეთ ვიდეო: შს მინისტრი მზადაა პარლამენტის მიერ სამინისტროს წინაშე დასმულ საკითხებს უპასუხოს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა