რუსეთის მთავრობა საქართველოს საზღვართან მდებარე ორი კურორტის განვითარებას გეგმავს

რუსეთის მთავრობა საქართველოს საზღვართან მდებარე ორი კურორტის განვითარებას გეგმავს, რათა ამ მიმართულებით რუსეთის მოქალაქეების მოთხოვნა იქნეს დაკმაყოფილებული, - ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ოლგა გოლოდეცმა განაცხადა.

„ხალხი საქართველოში დადის, მილიონი ადამიანი კვეთს საქართველოსთან საზღვარს. ეს ძალიან დიდი ფულია. ისე უბრალოდ ხომ არ კვეთენ საზღვარს. იქ სამთო კურორტებზე სრიალებენ, ჭამენ, ცხოვრობენ და ასე შემდეგ. ახლა საქართველოს საზღვართან ორ კურორტს განვავითარებთ. კარგი ბუნებრივი პირობები გვაქვს ტურისტული სექტორის განვითარებისთვის“, - განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა.

მან ასევე მოუწოდა რუსეთის რეგიონების ხელმძღვანელებს, დაამუშაონ თავიანთ რეგიონებში ტურისტული ნაკადის ზრდის გეგმები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა