გიორგი ვაშაძე - მუხლი, რომელიც დავით კირკიტაძეს შეეფარდა, არაადეკვატურია - მწვანე ავტობუსზე შეხტომა უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე ადამიანის ყბების დალეწვა?

მუხლი, რომელიც დავით კირკიტაძეს შეეფარდა, აბსოლუტურად არაადეკვატურია და არ შეესაბამება იმ ქმედებას, რაც იმ შემთხვევაში იყო. ჩვენ ვითხოვთ დავით კირკიტაძის პააუხისმგებლობისგან გათავისუფლებას, რადგან მის ქმედებაში არ იყო სისხლის სამართლის დანაშაული, - აღნიშნულის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა გიორგი ვაშაძემ ჟუენალისტებს გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან განუცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, „ქართული ოცნება" კანონის ფარგლებიდან მთლიანად გავიდა.

„ქართული ოცნება" უკანონობაზე უკანონობას ამატებს. ჩვენს მხარდამჭერებზე თავდამსხმელებიც დააკავეს თურმე და რომელი მუხლით? ცემის მუხლით. მწვანე ავტობუსზე შეხტომა უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე ადამიანის ყბების დალეწვა? ეს არის ზუსტად ის შერჩევითობა და უკანონობა, რაც დღეს ქვეყანაში არის. ნაცვლად იმისა, რომ 6 ადამიანი დაეკავებინათ, 3 დააკავეს. ჩვენ ყველა გვყავს იდენტიფიცირებული.

ეს არის უკანონობა და ჩვენ აუცილებლად დავაბრუნებთ „ქართულ ოცნებას" კონსტიტუციური კანონის ფარგლებში. ყველა ამ ფაქტზე ვაკეთებთ პარალელურ გამოძიებას. ყველა სამართალდამრღვევს, რომელსაც დღეს შსს-ს ფორმა აცვია, მივცემთ სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში. მწვანე ავტობუსებით გზებით გადაკეტვას შესაბამისი საკანონმდებლო ბაზისი სჭირდება. როცა ამას უკანონოდ აკეთებ, რა თქმა უნდა, შესაბამის პასუხს მიიღებენ", - აცხადებს ვაშაძე.

მისივე განმარტებით, ისინი უკან დახევას არ აპირებენ და სიმართლის დასადგენად ბოლომდე იბრძოლებენ.

„ვერ მიაღწევენ იმას, რომ რაიმე შემთხვევაში უკან დავიხევთ. ჩვენსკენ არის სიმართლე და სიმართლე ყოველთვის გაიმარჯვებს.

„სისხლის სამართლის კოდექსი“ წაიკითხოს ყველამ და არ ეგონოს ვინმეს, რომ პოლიციის უნიფორმა მას უკანონო ქმედებისგან გადაარჩენს", - აცხადებს ვაშაძე.

ამ დროისთვის გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები, მათი მხარდამჭერები და დავით კირკიტაძის მეგობრები არიან შეკრებილი.

კირკიტაძეს თელავის პოლიციის იზოლატორში ბრალი უკვე წაუყენეს, თუმცა, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში ამ დრომდე არ გადაუყვანიათ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა