ბაკურიანში „კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის“ სასტუმრო აშენდება

„თიბისი ბანკის“ და EBRD-ის ფინანსური მხარდაჭერით, “GRDC” და „აჭარა ჯგუფი“ ბაკურიანში “კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის“ სასტუმროს ააშენებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს, მხარეებს შორის ხელშეკრულებას სასტუმრო „რუმსში“დღეს მოეწერა ხელი და ის „კოხტა გორაზე“ ახალი სათხილამურო ტრასის მიმდებარე ტერიტორიაზე, არანაკლებ 92 ნომრიანი სასტუმროსა და 70 აპარტამენტის მშენებლობას ითვალისწინებს.

„თიბისი ბანკის“ ინფორმაციით, პროექტი „აჭარა ჯგუფის“ მიერ შექმნილი ქართული ბრენდის, Rooms Hotels-გაგრძელებაა, ხოლო GRDC პროექტის მომდევნო ფაზაზე დამატებითი საცხოვრებელი აპარტამენტების კომპლექსის მშენებლობას განახორციელებს. „Rooms Hotel Kokhta“ თავისი გამორჩეული არქიტექტურით და დიზაინით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აღნიშნული რეგიონის ტურიზმის განვითარებაში.

სასტუმრო „Rooms Hotel Kokhta“ ბაკურიანში, „კოხტა გორას“ ტერიტორიაზე, კოხტას ახალი სათხილამურო ტრასის საბაგიროსთან განთავსდება. იგი წელიწადის ოთხივე სეზონზე მოემსახურება სტუმრებს და პირველ დამსვენებლებს უკვე 2019 წლის ზაფხულის სეზონამდე მიიღებს. კურორტის განვითარების მხოლოდ პირველ ფაზაზე სასტუმროსა და აპარტამენტების კომპლექსი 17 000 კვ. მ-ზე გაშენდება, საიდანაც 5 000 კვ.მ აპარტამენტებს, ხოლო 12 000 კვ.მ სასტუმროს დაეთმობა.

„Rooms Hotel Kokhta“ Ski-in, Ski-out-ის ტიპის პირველი სასტუმრო იქნება, რაც გულისხმობს სათხილამურო ტრასებზე ასვლას/დაბრუნებას ან სხვა სათხილამურო ხაზებზე გადასვლას მხოლოდ საბაგირო ინფრასტრუქტურით, რაც უშუალოდ სასტუმროს მომიჯნავე ტერიტორიიდან იქნება შესაძლებელი.

როგორც „თიბისი ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სასტუმრო გააერთიანებს: არანაკლებ 92 ნომერს და 70 აპარტამენტს; 300 სტუმარზე გათვლილ საკონფერენციო დარბაზს; სტუმარზე გათვლილ რესტორანს; ლაუნჯ ბარსა და ტერასას 360 გრადუსიანი ხედით. საცურაო აუზსა და მომსახურების სხვა სერვისებს.

ამასთან, ბანკის ინფორმაციით, პროექტის ჯამური ღირებულება 10 მილიონ აშშ დოლარს აღემატება. 5,4 მილიონი დოლარი თიბისი ბანკის და EBRD-ის მიერ, RFS-ის პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხით დაფინანსდება, დანარჩენი კი - GRDC-ის და Adjara Group-ის კაპიტალით.

”GRDC-თან ერთად და EBRD-ისა და „თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით საქართველოში კიდევ ერთი “Rooms Hotel” გაიხსნება, რომელიც განსხვავებულ კონცეფციას და დიზაინს შესთავაზებს სტუმრებს. ამ პროექტის განხორციელებით საქართველო კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგავს მსოფლიო წამყვან სამთო-სათხილამურო კურტორტების სტანდარტებთან დასაახლოვებლად,” - განაცხადა „აჭარა ჯგუფის“ აღმასრულებულმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ.

„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილის გიორგი თხელიძის განცხადებით, ეს ინვესტიცია დამატებით მოტივაციას მისცემს ინვესტორებს, მსგავსი ტიპის საინტერესო პროექტები განახორციელონ რეგიონში.

„მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა მოგვეცა, დაგვეფინანსებინა თავის დარგში ორი ლიდერი კომპანიის - GRDC-ისა და ”აჭარა ჯგუფის“ პარტნიორობით შექმნილი პროექტის მშენებლობა. დარწმუნებული ვართ, რომ ეს ინვესტიცია დამატებით მოტივაციას მისცემს ინვესტორებს, განახორციელონ მსგავსი ტიპის საინტერესო პროექტები ამ რეგიონში“, - განაცხადა გიორგი თხელიძემ.

კავკასიაში ევრობანკის დირექტორის ბრუნო ბალვანერას განცხადებით, ევრობანკის ფინანსური მხარდაჭერა მოიცავს საგრანტო კომპონენტს და მათი მიზანია, ენერგოეფექტური მშენებლობის პრეცედენტის შექმნა მთიან რეგიონში.

"გვიხარია, რომ თანამშრომლობას ვაგრძელებთ ევრობანკის სამ პარტნიორ კომპანიასთან - „თიბისი ბანკთან“, „აჭარა ჯგუფთან“ და GRDC-ისთან - საქართველოში უძრავი ქონებისა და ტურიზმის სექტორების განსავითარებლად. ევრობანკის ფინანსური მხარდაჭერა მოიცავს საგრანტო კომპონენტს და მიზნად ისახავს შენობა-ნაგებობის ენერგოეფექტური საიზოლაციო მასალებითა და LED განათებით აღჭურვას. ჩვენი მიზანია, ენერგოეფექტური მშენებლობის პრეცედენტი შევქმნათ მთიან რეგიონში და მხარი დავუჭიროთ მშენებლობის ახალი სტანდარტების დანერგვას საქართველოში," - განაცხადა ბრუნო ბალვანერამ, ევრობანკის დირექტორმა კავკასიაში.

სასტუმროს შიდა მოპირკეთების სამუშაოები ამჟამად მიმდინარეობს და ის 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე