ზაალ უდუმაშვილი - როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ - დავით კირკიტაძე საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება და თემურ აბაზოვი დადის გარეთ

როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ - დავით კირკიტაძე საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება და თემურ აბაზოვი დადის გარეთ. ადამიანი, რომელიც ადამიანის დამცირებასა და წამებისთვის იყო დაკავებული, ბიძინა ივანიშვილი პირადად იხუტებს და იბარებს საკუთარ ოფისში. ეს არის ივანიშვილის მიერ აშენებული გასაოცარი დემოკრატია, - ამ სიტყვებით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან შეკრებილ გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებს ზაალ უდუმაშვილმა.

„სირცხვილია ქვეყანას ჰყავდეს პრეზიდენტი, რომელიც ქალაქიდან ქალაქში დაიპარება, რადგან საკუთარი მოქალაქეების ეშინია. სირცხვილია ქვეყანას ჰყავდეს პრეზიდენტი, რომელიც ფიცს დებს 200 ადამიანის თანდასწრებით. სალომე ზურაბიშვილი არის იმ 200 ადამიანის პრეზიდენტი, ვინც ინაუგურაციას ესწრებოდა.

როდემდე დაიმალება? ათონელზე მივა? იქ მივალთ! სხვა ქალაქში წავა, იმ ქალაქაში ჩავაკითხავთ“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა