ნოდარ ხადური მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს ჟენევიევ ბოიღოს შეხვდა, რომელიც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ეკონომიკური პროგრამების ხელმძღვანელია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს კონკურენციის სააგენტოდან აცნობეს, ნოდარ ხადურმა ბანკის წარმომადგენლებს კონკურენციის სააგენტოს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობების, პრიორიტეტებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

“ჩვენ დაინტერესებულნი ვართ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს საქმიანობით. ჩვენი სურვილია უფრო პრაგმატულად შევხედოთ რიგ საკითხებს და პრაქტიკული კუთხით დავეხმაროთ სააგენტოს მუშაობაში. მზად ვართ, ჩვენს უწყებაში მომუშავე კონკურენციის ექსპერტებთან ერთად, კონკრეტულად განვიხილოთ თქვენს მიერ წარმოდგენილი წინადადებები და ის საკითხები, რომლითაც ერთობლივად შევძლებთ კონკურენციის პოლიტიკის ხელშეწყობას საქართველოში“, - განაცხადა შეხვედრისას ჟენევიევ ბოიღომ.

სააგენტოს ინფორმაციით, მხარეებმა, შეხვედრისას, თანამშრომლობის გაძლიერების ფორმატზე დეტალურად იმსჯელეს. საუბარი შეეხო ქვეყანაში მოქმედი კონკურენციის კანონმდებლობის სრულყოფის და რეგულირებად სფეროებში კონკურენციის აღსრულების საკითხებს, ასევე კონცენტრაციების კონტროლის ნორმებს, ევროკავშირის პროექტის მიერ განხორციელებულ აქტივობებს და ა.შ. შეხვედრას მსოფლიო ბანკის და კონკურენციის სააგენტოს წარმოამდგენლებიც ესწრებობდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა