საქართველოს ელჩი - ირანის მოქალაქებისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის მაჩვენებელი „ძალიან მომატებული არ არის“

ირანულ მხარეს მიაჩნდა, რომ ბოლო პერიოდში მოხდა დიდი რაოდენობით ირანის მოქალაქეთა არ შეშვება საქართველოში, თუმცა სტატისტიკა სხვა რამეზე მეტყველებს - ეს რიცხვი არ არის ძალიან მომატებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ირანში საქართველოს ელჩმა იოსებ ჩახვაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, არის პრობლემები, მათ შორის ირანის მხრიდან, რაც დაკავშირებულია ირანიდან დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შემოტანასთან.

"განმარტება მიეცა ირანულ მხარეს. არის პრობლემები, მათ შორის ირანული მხრიდანაც. ძალიან დიდი რაოდენობით იყო შემოსული ნარკოტიკები საქართველოში, რასაც ირანულმა მხარემ ხაზი გაუსვა და სასაზღვრო უწყებებს შორის დადებითად წაადგება ამ პრობლემის გადაჭრას. ირანის მხარე ყოველთვის ხაზს უსვამს შემდეგ გარემოებას: საქართველოს და მის მესაზღვრეებს აქვთ სრული სუვერენული უფლება, რომ მოიქცნენ კანონის სრული დაცვით. საქართველოს სუვერენული უფლებაა მიიღოს გადაწყვეტილება შემოშვება-არ შემოშვებასთან დაკავშირებით. მათი თხოვნაა უფრო მეტი ლმობიერება გამოვიჩინოთ ირანელი ტურისტების და კონკრეტულად ირანელი ქალბატონების მიმართ. სხვა არავითარი მიზეზები არ ყოფილა. ორ ქვეყანას შორის ხელშეკრულება არის გაფორმებული ვიზების გაუქმებასთან დაკავშირებით, ამიტომაც სრულიად თავისუფლად შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა და სტატისტიკაც ამას მეტყველებს. დაახლოებით 350 000 ადამიანი შემოდის საქართველოში ირანიდან", - განაცხასა ჩახვაშვილმა.

მისი თქმით, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ორჯერ იყო თეირანში, საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები, რომელიც დაკავშირებულია ორმხრივ ურთიერთობებთან და ასევე იმ მცირე გაუგებრობებთან დაკავშირებით, რომელიც იყო ჩვენს საზღვარზე.

"მარტო ნოემბრის თვეში დაახლოებით 17 000 ირანელი შემოვიდა საქართველოს საზღვარზე. ამათგან, მხოლოდ 425 ადამიანი არ იქნა დაშვებული ქვეყანაში. ეს პროცენტულადაც ძალიან მცირე რიცხვია. ირამის ელჩს ჰქონდა შეხვედრები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან და მის მოადგილესთან. შედგა საფუძვლიანი საუბარი. მხარეებმა გამოხატეს სრული მხადყოფნა სამომავლო თანამშრომლობისა და გარკვეული ხარვეზების აღმოფხვრისთვის. საზღვარზე წარმოშობილი ყველა კონკრეტული შეხვედრა განიხილება ორმხრივ ფორმატში. მოლაპარაკებების შედეგად, ყოველი კონკრეტული შემთხვევა იქნება გამოკვლეული და მომავალში გაუგებრობებს ადგილი აღარ ექნება. ირანის ელჩმა გამართა პრესკონფერენცია, სადაც მან ასევე გამოთქვა სრული მზადყოფნა თანამშრომლობისთვის. უახლოეს მომავალში შედგება შეხვედრები ორმხრივ ფორმატში, მათ შორის ირანის სასაზვრო დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან. ვადები და შეხვედრის ადგილი დადგინდება და ყველა საკითხი, რომელიც წარმოიქმნება მხარეთა შორის, გადაიჭრება ყოველგვარი გაუგებრობის გარეშე", - განაცხადა ელჩმა.

იხილეთ ვიდეო: საქართველოს ელჩი - ირანის მოქალაქებისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის მაჩვენებელი ძალიან მომატებული არ არის

ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ქართული პრესის მიმოხილვა 22.08.2019
ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
პრემიუმ ხარისხის მინების ყველაზე მსხვილი იმპორტიორი კომპანია „ჯეო გლასს“ საკუთარ მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს
პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით „სილქროუდ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს