თინა ბოკუჩავა - თუ ივანიშვილი გაბედავს და პატიმრობაში დატოვებს დავით კირკიტაძეს, ის მიიღებს ათას დავით კირკიტაძეს

აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას გაასმაგებული შემართებით. თუ ივანიშვილი მაინც გაბედავს, წაუცდება ხელი და პატიმრობაში დატოვებს დავით კირკიტაძეს, ის მიიღებს ათას დავით კირკიტაძეს. ეს არის ბრძოლა სიმართლისთვის და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან განუცხადა, სადაც დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.

მისივე განმარტებით, ასეთ პოლიტიკურ საქმეებზე გადაწყვეტილებას სასამართლოს ნაცვლად ბიძინა ივანიშვილი იღებს.

„სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში სასამართლო არ იღებს გადაწყვეტილებებს. ერთეული მოსამართლის გადასაწყვეტი ასეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები არ არის, რადგან სასამართლო არ ფუნქციონირებს, არ ხელმძღვანელობს კანონით, ის ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი მითითებებით. ასე რომ, ეს იქნება მისი გადაწყვეტილება და მოვუწოდებთ, ქვეყანას ნუ შეიყვანს კიდევ უფრო მძიმე პოლიტიკურ კრიზისში, ვიდრე აქამდე შეიყვანა საკუთარი უგუნური ნაბიჯებით", - აღნიშნა ბოკუჩავამ.

ამ მომენტისთვის გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა სიტყვით გამოსვლა დაასრულეს. ისინი სასამართლოში დავით კირკიტაძის გადმოყვანას ელოდებიან და აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს არ იმსჯელებს, ღამეს აქ გაათევენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს