ეკატერინე მიქაბაძე - თავისუფალი ვაჭრობის წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები ქართული პროდუქციის ექსპორტს ხელს უწყობს

2018 წლის ნოემბერში, წინა წელთან შედარებით ექსპორტი 19.6 პროცენტით გაიზარდა და 283.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის შემდგომი ზრდის და დივერსიფიკაციის მიმართულებით.

„თავისუფალი ვაჭრობის წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდას განაპირობებს. საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიმართულებით ხელს უწყობს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებისგან მიღებული უპირატესობების გამოყენებას,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, 2016 წლის სექტემბრის შემდეგ საქართველოდან საქონლის ექსპორტის წლიური ზრდა ფიქსირდება. შეგახსენებთ, რომ 2017 წელს ექსპორტი 29.5%-ით გაიზარდა და 2 735.5 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2018 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 24.0 პროცენტით გაიზარდა და 3 033.5 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა, ხოლო იმპორტი 16.8 პროცენტით აღემატება წინა წლის იანვარ-ნოემბრის მაჩვენებელს და 8 291.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 18.6 პროცენტით გაიზარდა და 11 324.7 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

სამინისტროს ინფორმაციით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-ნოემბერში 5 257.7 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.4 პროცენტი შეადგინა და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.3 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა