ანონსი 20 დეკემბერი

20 დეკემბერს, 09:30 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი ელჩი კარლ ჰარცელი და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე პანკისის ხეობის საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ სემინარს გახსნიან.

მის.: ინგოროყვას ქ. #7, მთავრობის ადმინისტრაცია, III სართული

20 დეკემბერს, 10:30 საათზე, „დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, სეისმოლოგო თეა გოდოლაძე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: 2018 წლისთვის მშენებლობის, უსაფრთხოებისა და სეისმოლოგიის თვალსაზრისით უმძიმესი ვითარება დედაქალაქში. უკონტროლოდ, 6 მილიონ კვადრატულ მერტზე გაცემული სამშენებლო ნებართვები, რომელიც მომავალი წლისთვის სერიოზული დარტყმა იქნება; მიმართვა მთავრობას.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19

(ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

20 დეკემბერს, 11:00 საათზე, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, დასავლეთ საქართველოსკენ მოძრავი ავტობუსების და მიკროავტობუსების მძღოლები საპროტესტო აქციას გამართავენ.

საკონტაქტო: ტრანსპორტის პროფკავშირის თავმჯდომარე ლავრენტი ალანია 579474896

20 დეკემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სასტუმრო „ბილტმორში“ მთავრობის წლიურ ანგარიშს წარადგენს.

20 დეკემბერს, 11:00 საათზე, "პრაიმტაიმის" პრესკლუბში კონსტიტუციონალისტი ლევან მახარაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: საკონსტიტუციო სასმართლოს გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

მის.: ნ. ბოხუას ქ. N6

20 დეკემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტის, დავით ოქიტაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: პაატა ბურჭულაძის გამოსვლა რუსეთში გამართულ კონცერტზე. კულტურა და პოლიტიკა. ქართველი არტისტების გასტროლები რუსეთში.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

20 დეკემბერს, 11:00 საათზე, "პრაიმტაიმის" პრესკლუბში კონსტიტუციონალისტი ლევან მახარაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: საკონსტიტუციო სასმართლოს გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

მის.: ნ. ბოხუას ქ. N6

20 დეკემბერს ,12:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას შეხვედრა ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელთან, მოსამართლე რენატა ვინტერთან.

თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N314 (C კორპუსი III სართული)

20 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, დიმიტრი გაბუნია, ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენასთან და ცესკოს კომისიის წევრის არჩევასთან დაკავშირებული კონკურსის გამოცხადების საკითხზე განცხადებას გააკეთებს.

მის.: თბილისი, საქართველოს პარლამენტი, საპრეზიდენტო ფლიგელი

20 დეკემბერს, 12:00 საათზე, 2019 წლის 1-ელი იანვრიდან საფინანსო სექტორში დაგეგმილი რეგულაციების ამოქმედების პროცესის გამარტივების და ინფორმირების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი სესხის გამცემ სუბიექტებთან შეხვედრებს მართავს.

მის.: ქუთაისი, რუსთაველის გამზ. N3, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ქუთაისის მერიის შენობა.

20 დეკემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება კვლევების პრეზენტაცია - „ევროპისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ეკონომიკური შედეგების საერთაშორისო გამოცდილება“ და „საქართველოს ექსპორტის დინამიკის ცალკეული ასპექტები საგარეო ვაჭრობის ლიბერალიზაციის ფონზე“.

მის.: პირველი რესპუბლიკის მოედანი 1

20 დეკემბერს, 13:00 საათზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სპეციალიზებული საოჯახო ტიპის სახლი გაიხსნება. ღონისძიებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ადამ შმიდტი და „m² უძრავი ქონება“-ს მმართველი პარტნიორი შოთა ბერეკაშვილი დაესწრებიან.

მის.: დემეტრე თავდადებული #13ა

საკონტაქტო პირი სალომე გოგინაშვილი - 558 24 07 70

20 დეკემბერს, 13:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, საბურთალოს მე-6 ოლქის მაჟორიტარი ვახტანგ შაქარიშვილი საქმიანობის წლიურ ანგარიშს წარადგენს.

მის.: თავისუფლების #2, თბილისის საკრებულო

20 დეკემბერს, 13:30 საათზე, საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, გარდაბნის ივ. ჯავახიშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაიხსნება გამოფენა, თემაზე: „თანამედროვე ქართული სახელმწიფო სიმბოლოები".

20 დეკემბერს, 13:30 საათზე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი

20 დეკემბერს, 14:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას შეხვედრა საერთაშორისო ექსპერტთან საპარლამენტო განვითარების დარგში - ჯონათან მერფთან.

თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N314 (C კორპუსი III სართული)

20 დეკემბერს, 14:00 საათზე, სასტუმროში Radisson Blu Iveria გაიმართება ISFED-ის მიერ მომზადებული საპრეზიდენტო არჩევნების ჭრილში სოციალური მედიის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია და დისკუსია - ''Facebook-ის როლი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე''.

მედიის წარმომადგენლებს წინასწარი კომენტარების ჩასაწერად შეუძლიათ მობრძანდნენ 13:30 საათიდან.

მის.: პირველი რესპუბლიკის მოედანი #1

საკონტაქტო პირი: რევაზ ბარამიძე 995 598 890021

20 დეკემბერს, 14:00 საათზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელშეწყობით ჩატარდება კონფერენცია სახელწოდებით "ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოში". ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ დავით სერგეენკო, აკაკი ზოიძე და ამირან გამყრელიძე.

მის.: კახეთის გზატკეცილი #99

საკონტაქტო პირები: ნინო მამუკაშვილი 595 956 103, ნანა კიკნაძე 591 111 121

20 დეკემბერს, 14:30 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმ „ქარვასლაში“ კრეატიული ცენტრის პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან პარტნიორობით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და Henley Business School-ის მონაწილეობით იხსნება.

მის.: სიონის ქ. #8

საკონტაქტო პირი ნატა კიზივაძე - 599 280 606

20 დეკემბერს, 15:00 საათზე, საჯარო შეხვედრა: საქართველოს პარლამენტის კვლევითი და ანალიტიკური სამსახურის რეფორმა გაიმართება.

თბილისი, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტი“ (თავისუფლების მოედანი #4)

20 დეკემბერს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია - "ისრაელი 70 წლის". ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში შაბთაი ცური, პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

მის:. ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია.

20 დეკემბერს, 15:30 საათზე, სასტუმრო"ჰოლიდეი ინნ"-ში, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის და მედიისთვის წლის შემაჯამებელ ანგარიშს წარმოადგენს.

20 დეკემბერს, 16:00 საათზე, უზენაეს სასამართლოში, ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ორგანიზებით, საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების საძიებო სისტემის ქართულენოვანი ვერსიის პრეზენტაცია გაიმართება.

საკონტაქტო პირი ნათია ქანთარია - 555 633 543

20 დეკემბერს, 16:00 საათზე, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი, სპორტის სასახლის მიმდებარედ, მარიამ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩას გახსნის.

მის.: სპორტის სასახლისა და ყოფილი ტელეკომპანია „მზის“ მიმდებარე ტერიტორია

საკონტაქტო პირი თამარ ხომერიკი - 595 093143

20 დეკემბერს, 16:00 საათზე, „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში, მსოფლიო სოლიდარობის დღესთან დაკავშირებით, საქველმოქმედო ფონდი "საქართველოს კარიტასი" სოციალური კამპანიის “ემეგობრე”-ს პრეზენტაციას მართავს. კამპანია მიზნად ისახავს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემატიკის წინ წამოწევას.

20 დეკემბერს, 16:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისა და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC) ერთობლივი ორგანიზებით გაიმართება საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი: „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი - შესაძლებლობები და გამოწვევები.

თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

20 დეკემბერს, 17:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩატარდება.

თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

20 დეკემბერს, 18:00 სათზე, სასტუმრო ,,თბილისი მარიოტში“ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციას გამართავს.

20 დეკემბერს, 18:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეხვედრა საქართველოს დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელებთან.

თბილისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი

20 დეკემბერს, 19.00 საათზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მე-20 საუკუნის რეპრესირებული მოდერნისტი პოეტის ვანლერ დაისელის წიგნის „მზის სისხლი“ პრეზენტაცია გაიმართება.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, თამარ მეფის დარბაზი

საკონტაქტო პირი თამარ კვირტია - 5 77 17 30 04

20 დეკემბერს, 19:00 საათზე, სასტუმრო ”კრონ პალას თბილისში” მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ავტორის, ამერიკელი ფოტოგრაფის, პეტერ ლიკის ფოტოწიგნის საჯარო დათვალიერება გაიმართება.

საკონტაქტო პირი ნინო მღებრიშვილი - 591143185, 599028530

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა