ხატია დეკანოიძე - სასამართლოსგან ობიექტურ გადაწყვეტილებას არ ველოდები, რადგან საქართველოში მართლმსაჯულება არ არსებობს

მე პირადად, სუბიექტურად გეტყვით და ჩემი მეგობრებიც ალბათ, ამ აზრზე არიან, რომ სასამართლოსგან ობიექტურ გადაწყვეტილებას არ ველოდებით, რადგან საქართველოში მართლმსაჯულება არ არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ხატია დეკანოიძემ გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან განაცხადა.

მისი თქმით, კირკიტაძის უფლებადამცველები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ სასამართლომ ობიექტური განაჩენი გამოიტანოს. "ის ადამიანები, რომლებიც დათოს იცავენ, ყველაფერს გააკეთებენ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ ობიექტური განაჩენი დადგეს. ხელისუფლების უკანონო ქმედება მაშინ დაიწყო, როცა პოლიციამ უკანონოდ გადაკეტა გზა, ჩახერგა ავტობუსით, რომელსაც სიმბოლიკის არანაირი განმსაზღვრელი არ ჰქონდა, რომ ის მწვანე ავტობუსი პოლიციას ეკუთვნოდა. პოლიციის შესახებ კანონში პირდაპირ წერია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელიც ეკუთვნის პოლიციას, უნდა ჰქონდეს განმსაზღვრელი სიმბოლიკა იმისთვის, რომ ადამიანებმა იდენტიფიცირება მოახდინონ", - აღნიშნა დეკანოიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა