შსს გურჯაანში "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, 20 დეკემბერს დაიცავს გურჯაანში დაანონსებულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილების გამოხატვის თავისუფლებას, მათ უსაფრთხოებას და მიიღებს მართლწესრიგის დაცვისთვის საჭირო ყველა ზომას, - ამის შესახებ შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრალდებულ დავით კირკიტაძის აღკვეთი ღონისძიების სასამართლო განხილვის პარალელურად გურჯაანში, "ნაციონალურმა მოძრაობამ" საპროტესტო აქცია დააანონსა. შესაბამისად, მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იქნება საპოლიციო ძალები, რომლებიც მოახდენენ პატრულირებას, რათა ერთის მხრივ უზრუნველყოფილი იყოს სახელმწიფო ინსტიტუტების შეუფერხებელი ფუნქციონირება, ხოლო მეორეს მხრივ - აქციის მონაწილეთა და რიგითი მოქალაქეების უსაფრთხოება და თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი სახის შესაძლო პროვოკაცია.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, ასევე პატივი სცენ სახელმწიფო ინსტიტუტებს და არ შეაფერხონ მათი ფუნქციონირება. საპროტესტო მსვლელობის და აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: შსს გურჯაანში "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო