დავით კირკიტაძის პროცესზე დამსწრეთა სიმრავლის გამო, სხდომათა დარბაზში სკამები დაამატეს

გაერთიანებული ოპოზიცია გურჯაანის რაიონული სასამართლოს სხდომათა დარბაზში ადგილების სიმცირეს აპროტესტებს და სამართალდამცველებს მოუწოდებენ, არ დაიკავონ ადგილები.

სერგო რატიანის, გრიგოლ ვაშაძის და ოპოზიციის სხვა წევრების თქმით, იმის გამო, რომ სხდომათა დარბაზში "გაურკვეველი ადამიანები" იმყოფებიან, არ ეძლევათ დავით კირკიტაძის მხარდამჭერებს სასამართლო სხდომაზე დასწრების საშუალება.

ოპოზიციის პროტესტის შემდეგ სხდომათა დარბაზში მანდატურის სამსახურმა დამატებით სკამები შემოიტანა.

სხდომა უახლოეს წუთებში უნდა დაიწყოს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა