ბრაზილიის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პრეზიდენტის წინააღმდეგ კორუფციაში და ფულის გათეთრებაში ბრალდება მოამზადა

ბრაზილიის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პრეზიდენტის მიშელ ტემერის წინააღმდეგ კორუფციაში და ფულის გათეთრებაში ბრალდება მოამზადა.

ამის შესახებ ტელეარხი Globo იუწყება.

აღნიშნული საქმე პრეზიდენტის ბრძანებას ეხება, რომლის თანახმად, ბრაზილიის პორტების მართვის ნორმები გამარტივდა. გამოძიება მიიჩნევს, რომ მიშელ ტემერს შეეძლო აღნიშნულ ბრძანებაზე ხელი მოეწერა ლოგისტიკური კომპანია Rodrimar S. A. ინტერესების სასარგებლოდ, რის სანაცვლოდაც გასამრჯელო მიიღო.

თუმცა, ვინაიდან საქმე ეხება ქვეყნის პრეზიდენტს, მიშელ ტემერისთვის ბრალდების წაყენების საბოლოო გადაწყვეტილება ფედერალურმა უზენაესმა სასამართლომ უნდა მიიღოს. გარდა ამისა, სასამართლო პროცესი ქვეყნის პრეზიდენტთან მიმართებაში ვერ დაიწყება პარლამენტის თანხმობის გარეშე.

აღსანიშნავია, რომ მოქმედი პრეზიდენტის ვადა 2019 წლის 1-ელ იანვარს იწურება, როდესაც ახლად არჩეული პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონარუს ინაუგურაცია გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა