თბილისში საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-9 ფორუმი ჩატარდება

თბილისში საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-9 ფორუმი ჩატარდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გაერო-ს მოსახლეობის ფონდიდან (UNFPA) აცნობეს, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში მოქმედი ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციები, ახალგაზრდობაზე პასუხისმგებელი სამთავრობო უწყებები, ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციები და ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ექსპერტები.

როგორც UNFPA-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ფორუმის მიზანია სამთავრობო და არასამთავრობო ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის კონსტრუქციული სტრუქტურირებული დიალოგის ხელშეწყობა და მონაწილე ორგანიზაციებისათვის ინფორმაციის მიწოდება ახალგაზრდულ სფეროში არსებული პროცესებისა და გამოწვევების შესახებ; ფორუმის ამოცანას ასევე წარმოადგენს საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ნაციონალური საბჭოს განვითარებასთან დაკავშირებით ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება, მონაწილეებისთვის „ახალგაზრდული ინდექსის“ რაობისა და მნიშვნელობის გაცნობა, ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების მთავარი გამოწვევების გამოვლენა და ახალგაზრდებსა და პასუხისმგებელ სამთავრობო უწყებებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივების დასახვა. ფორუმის შედეგებზე დაყრდნობით შემუშავდება დოკუმენტი, რომელშიც აისახება ფორუმის ფარგლებში გამოთქმული მოსაზრებები ახალგაზრდული სფეროს განვითარების ხელშესაწყობად.

ღონისძიება ხორციელდება გაეროს სააგენტოების: გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) მხარდაჭერით. საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმი საქართველოში მოქმედი ახალგაზრდული ორგანიზაციების ინიციატივითა და მონაწილეობით 2007 წლიდან ტარდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს