„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები ესტუმრნენ

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შემეცნებითი ტურის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტები ესტუმრნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემიდან“ აცნობეს, სტუდენტებმა მოინახულეს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში მდებარე ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი, სადაც ჩაუტარდათ მცირე ლექცია ენერგეტიკაზე და სსე-ს როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში. ეროვნული სადისპეტჩეროს შემდეგ, სტუდენტებმა ნავთლუღის ქვესადგური დაათვალიერეს.

„ენერგეტიკული მდგრადობა ქვეყნის ეკონომიკის სიძლიერისთვის ძირითად ფაქტორს წარმოადგენს. ახალგაზრდა კადრების მოზიდვა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის განმსაზღვრელი ნაწილია. სსე ცდილობს, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას გააცნოს კომპანიაში მიმდინარე მასშტაბური პროექტები და თანამედროვე ტექნოლოგიები, დიდ ყურადღებას უთმობს ენერგეტიკისა და მონათესავე ფაკულტეტების კურსდამთავრებულებს და აძლევს მათ საშუალებას, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სასწავლო ცენტრში სრულიად უფასოდ გაიარონ სტაჟირების პროგრამა კომპანიაში დასაქმების პერსპექტივით“, - ნათქვამია სსე-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა