პრემიერი - 2019-2020 წლებში, 7526 სამხედროს წოდების მიხედვით გაეზრდება ხელფასი და 1634 ქართველი სამხედრო ბინით დაკმაყოფილდება

2019-2020 წლებში, 7526 სამხედროს წოდების მიხედვით გაეზრდება ხელფასი და 1634 ქართველი სამხედრო ბინით დაკმაყოფილდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წლიური ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა და აღნიშნა, რომ მეტი რესურსი უნდა დაეთმოს ჯარისთვის სოციალური პროექტების განხორციელებას.

„გვინდა მეტი დრო და რესურსი დავუთმოთ სოციალურ საკითხებს ჩვენი ჯარისკაცებისთვის. მიმდინარე წელს, უკვე რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჯანდაცვის ნაწილი - ქუთაისში გავხსენით ძალიან მნიშვნელოვანი სამედიცინო ცენტრი ჩვენი სამხედროებისთვის. მომავალ წელს, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამედიცინო ცენტრი გაიხსნება. მომავალ წელს, ამავე დროს განსაკუთრებული აქცენტი გვსურს გავაკეთოთ სხვა სოციალურ პროექტებზე. 2019-2020 წლებში ხელფასები, წოდების მიხედვით, 7526 სამხედროს გაეზრდება და 1634 ქართველი სამხედრო ბინით დაკმაყოფილდება“, - განაცხადა ბახტაძემ.

იხილეთ ვიდეო: 2019-2020 წლებში, 7526 სამხედროს წოდების მიხედვით გაეზრდება ხელფასი და 1634 ქართველი სამხედრო ბინით დაკმაყოფილდება

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს