ადვოკატმა მოსამართლეს 30-მდე დეპუტატის წერილი გააცნო, სადაც ისინი დავით კირკიტაძეს თავდებში უდგებიან

დავით კირკიტაძეს ოპოზიციონერი დეპუტატები თავდებში უდგებიან. ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა გურჯაანის სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მოსამართლეს ოპოზიციური პარტიების 27 დეპუტატის ხელმოწერა წარუდგინა, სადაც დაფიქსირებულია, რომ თითოეული მათგანი თანხმობას აცხადებს თავდებში ჩაუდგეს დავით კირკიტაძეს.

ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა სასამართლოს კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს გამოყენება შესთავაზა. ადვოკატის განმარტებით, შესაძლებელია 5 ათასი ლარის ფარგლებში გირაო გაფორმდეს ან მოხდეს უძრავი ქონებით უზრუნველყოფა. ასევე დაცვის მხარემ მზაობა გამოთქვა, ბრალდებულმა ჩააბაროს პასპორტიც.

თავის მხრივ, კირკიტაძისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს პროკურატურა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს