პრემიერი - დემოკრატიის მშენებლობის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობას აქვს განმსაზღვრელი როლი

დემოკრატიის მშენებლობის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობას აქვს განმსაზღვრელი როლი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ბახტაძე ინიციატივით გამოდის, რომ საქართველოს მთავრობა, საქართველოს პარლამენტი, სასამართლო და ადგილობრივი თვითმმართველობა წელიწადში ერთხელ ან ორჯერ, სამოქალაქო სექტორთან ერთად შეიკრიბოს, რათა კოორდინაციის მაღალ ხარისხში დარწმუნდეს.

„დემოკრატიის მშენებლობის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობას აქვს განმსაზღვრელი როლი, განსაკუთრებით ჩვენი ახალგაზრდა დემოკრატიისთვის, რომ უზრუნველვყოთ ქვეყნის სწორი და ჰარმონიული განვითარება. 2017-2018 წლებში საქართველო იყო ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყანა და ეს იყო ძალიან დიდი წარმატება საქართველოსთვის, რადგან ღია მმართველობა, როგორც პრონციპი, არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის განუყოფელი ნაწილი და ჩვენი ხედვის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი. ჩვენ გვსურს, რომ კიდევ უფრო წარმატებულები ვიყოთ ამ მიმართულობით. აქედან გამომდინარე, რამდენიმე დღის უკან, როდესაც ჩვენ ვმასპინძლობდით აღმოსავლეთ პარტნიორობის ღონისძიებას საქართველოში, მე გავაჟღერე კიდევ ერთი ინიციატივა, რომ ღია მმართველობის პლატფორმის ფარგლებში საქართველოს მთავრობა, საქართველოს პარლამენტი, სასამართლო და ადგილობრივი თვითმმართველობა წელიწადში ერთხელ და შეიძლება ორჯერაც შევიკრიბოთ სამოქალაქო სექტორთან ერთად და კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ იმაში, რომ კოორდინაციის ხარისხი გვაქვს ძალიან მაღალი და ის რეფორმები, რომელსაც ვახორციელებთ, ემსახურება იმ მიზნებს, რომელიც აქვს დასახული საქართველოს. ვფიქრობ, ეს ფორმატი საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო წარმატებულები ვიყოთ ამ მნიშვნელოვან გზაზე“, - განაცხადა ბახტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა