ირაკლი კობახიძე - არ შეიძლება პოლიციელების შეურაცხყოფა გახდეს ყოველდღიურობა, ამას ხელისუფლების მხრიდან გაეცა პასუხი

არ შეიძლება პოლიციელების შეურაცხყოფა გახდეს ყოველდღიურობა, ამიტომ ხელისუფლების მხრიდან პასუხი იყო გაცემული კანონის ფარგლებში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 16 დეკემბრის მოვლენებთან დაკავშირებით ოპოზიციის მხარდამჭერების დაკავების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, „დაუშვებელია უარყოფითი ტენდენციებისთვის გზის მიცემა“.

"არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პოლიციელების შეურაცხყოფა სხვადასხვა ფორმით გახდეს ყოველდღიურობა და ამის ტენდენცია გამოიკვეთა ერთგვარად ამ ბოლო პერიოდში. ამას სჭირდებოდა პასუხი და ეს პასუხი იქნა გაცემული კანონის ფარგლებში. ასე უნდა მოქმედებდეს ხელისუფლება. დაუშვებელია უარყოფითი ტენდენციებისთვის გზის მიცემა, ეს არ იქნებოდა სწორი. აქედან გამომდინარე, საჭირო იყო ხელისუფლების მხრიდან პასუხი. შეთავაზებული იყო ოპოზიციისთვის ალტერნატიული გზა, რომელსაც სჭირდებოდა 20 წუთით მეტი, მაგრამ იმ დღეს ოპოზიციას თვითმიზანი ჰქონდა მოეწყო პროვოკაცია. ეს მათ შეძლეს და ამას სჭირდება პასუხი ხელისუფლების მხრიდან",- აღნიშნა კობახიძემ.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო