საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დიასპორის ჩართულობა ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში იყოს მაქსიმალურად მაღალი

„საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დიასპორის ჩართულობა ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში იყოს მაქსიმალურად მაღალი“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ ნინუამ განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, „ელჩების კონფერენცია 2018-ქართული დიპლომატია თავისუფლების, კეთილდღეობისა და სწრაფი განვითარებისთვის“ – მესამე დღე საქართველოს პარლამენტში თემატური სამუშაო შეხვედრების ფორმატებში გრძელდება.

სამუშაო ფორმატში განხილულ სხვადასხვა თემებს შორის შედგა დახურული შეხვედრა დიასპორასთან ურთიერთობის საკითხებზე. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებმა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის წარმომადგენლებმა შეაჯამეს დიასპორასთან ურთიერთობის კუთხით 2018 წელს განხორციელებული საქმიანობა და იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე, ასევე გამახვილდა ყურადღება იმ გამოწვევებზე, რომლებსაც საზღვარგარეთ ქართული დიასპორის წევრები აწყდებიან და მათი გადაწყვეტის საკითხებზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საზღვარგარეთ ჩვენი ქვეყნის დიასპორული ორგანიზაციებისა და დიასპორის წარმომადგენელთა ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობას ქვეყნის კეთილდღეობისა და განვითარების საკითხში.

„მოგეხსენებათ ახალ კონსტიტუციაში გაჩნდა ახალი ჩანაწერი დიასპორებთან დაკავშირებით, რომელიც უფრო ზრდის სახელმწიფოს ვალდებულებას უფრო მჭიდრო კავშირი დაამყაროს ჩვენ დიასპორულ ორგანიზაციებთან, დიასპორის წარმომადგენლებთან, თითოეულ მათ წევრთან. მათი ჩართულობა ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში მაქსიმალურად უნდა გაზარდოს. ეს არის ჩვენი ვალდებულება. ქვეყნის ხელისუფლება ათვითცნობიერებს მათ უაღრესად დიდ როლს წინსვლასა და განვითარებაში და საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მათი ჩართულობა იყოს ძალიან დიდი,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ ნინუამ შეხვედრის შეფასებისას.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა