აჭარის უმაღლეს საბჭოში, საკანონმდებლო ორგანოს წევრობის შეწყვეტასთან დაკავშირებით ზაზა ოქუაშვილის  ოფიციალურ განცხადებას ელოდებიან

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, საკანონმდებლო ორგანოს წევრობის შეწყვეტასთან დაკავშირებით „პატრიოტთა ალიანსის" წევრის ზაზა ოქუაშვილის ოფიციალურ განცხადებას ელოდებიან.

როგორც „ქართული ოცნების" წევრმა ცოტნე ანანიძემ განაცხადა, ზაზა ოქუაშვილი საკანონმდებლო ორგანოში საშემოდგომო სესიებს არ ესწრებოდა და ვიდრე დღის წესრიგში მისი უფლებამოსილების საკითხი დადგებოდა, თავად გამოთქვა სურვილი მანდატის შეწყვეტაზე.

„როგორც ვიცით, ზაზა ოქუაშვილი პირადი განცხადების საფუძველზე შეიწყვეტს უფლებამოსილებას. ბატონმა ოქუაშვილმა განაცხადა, რომ კოლეგებს უხერხულობას არ შეუქმნის და განცხადებას მანადატის შეწყვეტაზე თავად დაწერს. ზაზა ოქუაშვილი უმაღლეს საბჭოში „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიით მოხვდა. რამდენიმე თვეა ის სხდომებს არ დასწრებია. განცხადების გარეშე, რეგლამენტის თანახმად დადგებოდა დღის წესრიგში უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საკითხი. ზაზა ოქუაშვილი საშემოდგომო სესიებს არ ესწრებოდა",- განაცხადა ცოტნე ანანიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა