მამუკა ბახტაძე - ძეგლთა დაცვა არის მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი

ძეგლთა დაცვა არის მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების გაერთიანებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეფორმას ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი შინაარსობრივი არგუმენტი ჰქონდა.

„ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას ჩვენთვის აქვს განსაკუთრებული ფასეულობა. ამაზე დიდი სიმდიდრე ჩვენ ნამდვილად არაფერი გვაქვს. ეს არის სწორედ ის დიადი წარსული, რითაც ვამაყობთ. ძეგლთა დაცვა არის მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. იცით, რომ ბოლო წლების განმავლობაში ამ მიმართულებით მართლაც ბევრი საქმე გაკეთდა და ეს გაგრძელდება მომავალშიც. მნიშვნელოვანია ის რეფორმა, რომელიც განვახორციელეთ, გავაერთიანეთ განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო. ისმის კითხვა, თუ რა იყო ამის მთავარი მოტივაცია და მიზეზი. რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა სტრუქტურული არგუმენტი, რომ გვჭირდებოდა მცირე მთავრობა, მაგრამ ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანი შინაარსობრივი არგუმენტიც გვქონდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორედ ძლიერი განათლების სექტორი, ტრადიციებზე და ძლიერ კულტურაზე დაფუძნებული საზოგადოება, სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი არის იმ ფასეულობების კომბინაცია, რომელიც საშუალებას მოგვცემს საქართველოში ყოველთვის იზრდებოდნენ ძლიერი თაობები და ქმნიდნენ ძლიერ საზოგადოებას, შესაბამისად, ძლიერ სახელმწიფოს“, - განაცხადა ბახტაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა